საფასადე სამუშაოების ინჟინერი — ALUMET

ALUMET — ლოგო
ALUMET

საფასადე სამუშაოების ინჟინერი

₾5000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო "ALUMET" აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების ინჟინრის პოზიციაზე.

შპს "ალუმეტ"-ი წარმატებით ფუნქციონირებს 2009 წლიდან და ამ დროის მანძილზე წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი პროექტი. კომპანიის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო სექტორში საფასადე სისტემების მოწყობა, როგორიცაა: ალუმინის და მინის საფასადე სისტემები, ალუმინის და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადები, ალუმინის და მინის მოაჯირები.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო დღეები: ორშაბათი / შაბათი (შაბათი დღე ნახევარი განაკვეთით, საჭიროების შემთხვევაში)

ანაზღაურება: შეთანხმებით 2000-დან 5 000 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

  • არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება. ნახაზების დახაზვა AutoCAD-ში და სპეციალურ პროგრამებში (Orgadata, შეგასწავლით ადგილზე), ასევე AutoCAD - ში;
  • სისტემების, კვანძების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები);
  • ობიექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ობიექტის სამუშაოების მოცულობების უწყისის, საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის, დასრულებული სამუშაოების უწყისის (ფორმა 2) შედგენაში მონაწილეობის მიღება.
  • პროექტისთვის შესყიდული მასალების რაოდენობის შედარება პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობებთან, საწარმოო დავალებების გაცემა საწარმოში (რაც თავის მხრივ არის ჩამოწერის დოკუმენტი);
  • ობიექტზე სამონტაჟო მასალების ნუსხის და რაოდენობების მომზადება.
  • სამუშაო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია უწყვეტ რეჟიმში, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო/ტექნიკურ, ან მონათესავე სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; (აუცილებელია ექსელის ცოდნა საშუალო დონეზე მაინც)
  • Autocad და Archicad პროგრამების ცოდნა (სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • უცხო ენები (ინგლისური, რუსული)
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად.
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.