საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტი- ქუთაისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობაზე: საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტი - ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის/მომწოდებლების მოძიება და საუკეთესო პირობების შეთანხმება.
- იმპორტირებული ტვირთების წინასწარი დეკლარირება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების მართვა.
- პროდუქციის სეს ესნ (HS) კოდების განსაზღვრა და თანმხლები დოკუმენტაციის (EUR.1, CT-1, CMR, BL, Certificate of Origin) მომზადება/შემოწმება.
- საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაჟო დეკლარანტად ან საბაჟო პროცედურების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა).
- საბაჟო პროგრამებთან/სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ASYCUDA / RS.GE).
- წინასწარი დეკლარირებისა და საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად).
- საერთაშორისო შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში გამოცდილება.
- ენების ცოდნა სავალდებულოა: ქართული, ინგლისური და რუსული.
პირობები:
- ანაზღაურება: 2000 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00