საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
"ელემენტ ჰოლდინგი" სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
"ელემენტ ჰოლდინგის" წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
"ელემენტ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების კვლევა და ანალიზი, სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის ფასების, ახალი შეთავაზებებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
- ახალი პროდუქტების, ალტერნატიული მასალებისა და სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების ფარგლებში;
- კომერციული შეთავაზებების შეფასება და შედარება, სატენდერო პროცესების ორგანიზება და ოპტიმალური შესყიდვის პირობების განსაზღვრა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება ფასის, გადახდის პირობებისა და მიწოდების ვადების გაუმჯობესების მიზნით;
- შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეკვეთების მართვა და დროული მიწოდების კონტროლი;
- შესყიდვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიწოდებამდე ლოგისტიკური პროცესის სრული ციკლის მართვა და კოორდინაცია;
- საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ტვირთების დროული და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;
- იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება და კოორდინაცია, მოქმედი საბაჟო რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, ექსპედიტორებსა და საბაჟო ბროკერებთან კომუნიკაცია;
- შესყიდვებთან, იმპორტსა და ლოგისტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციისა და ხარჯების შემცირების მიზნით ინიციატივებისა და რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, შესყიდვების, ეკონომიკის ან მონათესავე/მომიჯნავე მიმართულებით;
- ინგლისური და თურქული ენების ცოდნა — სავალდებულო; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაბელურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00-დან 18:00-მდე (დღეში 1 საათი შესვენება);
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.