საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი- რუსთავი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარარელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.
სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, კომერციის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია წარმოების სფეროში, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების გეგმის შემუშავება და ამ გეგმის მიხედვით საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება;
- შესყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების დამუშავება და ანალიზი;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე, ასევე მოწოდების ვადებსა და სხვა პირობებზე;
- ახალი მომწოდებლების ძიება, მათი პირობების დადგენა და შედარება არსებულებთან, ბაზის უწყვეტი განახლება;
- ბაზრის კვლევა, ფასთა გამოკითხვის უზრუნველყოფა;
- იმპორტირების პროცესში შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
- შესყიდვების სრული ციკლის შესრულების მონიტორინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;