საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
კომპანია „სენსესი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ბათუმი | სრული განაკვეთი | კომპანია „სენსესი • senses“
ვეძებთ გამოცდილ, კომუნიკაბელურ და მოლაპარაკებების უნარის მქონე ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს საერთაშორისო შესყიდვების პროცესს, მოიძიებს ახალ მწარმოებლებსა და პროდუქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოურ ქარხნებთან და დაეხმარება კომპანიას პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებასა და მასშტაბირებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც შეუძლია:
- საერთაშორისო ბაზრების ანალიზი;
- მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
- ძლიერი მოლაპარაკებების წარმოება;
- პროდუქტის ხარისხისა და ფასის კონტროლი;
- თანამედროვე ტრენდების მუდმივი მონიტორინგი;
- სისტემური და ანალიტიკური მუშაობა;
ძირითადი მოვალეობები;
- საერთაშორისო ბაზრებზე ახალი პროდუქტებისა და მწარმოებლების მოძიება;
- თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, მალაიზიის და სხვა ქვეყნების ქარხნებთან კომუნიკაცია;
- ფასებზე, პირობებზე და წარმოების ვადებზე მოლაპარაკებების წარმოება;
- პროდუქციის ხარისხის, მასალებისა და ტექნიკური მახასიათებლების შეფასება
- მომწოდებლების შედარება და შეფასება;
- Purchase Order-ების მომზადება და კონტროლი
- შეკვეთების დაგეგმვა გაყიდვებისა და მარაგების ანალიზის მიხედვით;
- ბაზრის, ტრენდებისა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
- საერთაშორისო გამოფენებისა და კატალოგების კვლევა;
- პროდუქციის ფოტო/ვიდეო/ნიმუშების ორგანიზება და კონტროლი;
- საწყობის, გაყიდვების და ლოჯისტიკის გუნდებთან კოორდინაცია;
- 1C სისტემაში საჭირო ინფორმაციის კონტროლი და განახლება.
აუცილებელი უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო);
- თურქული ენის ცოდნა (დიდი უპირატესობა);
- მოლაპარაკებების ძლიერი უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- Excel / Google Sheets-ის ცოდნა;
- სისტემური მუშაობის უნარი;
- ავეჯის ან ინტერიერის სფეროში გამოცდილება;
- საერთაშორისო შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- Alibaba / Made-in-China / Trade fair გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- მოგზაურობის მზადყოფნა;
- 1C ERP სისტემის ცოდნა;
აუცილებელია უცხო ენების ცოდნის დონის მითითება;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი — პარასკევი;
- სამუშაო საათები: 09:00 — 18:00;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
ჩვენ გთავაზობთ
- საერთაშორისო მიმართულებით სწრაფად მზარდ გარემოს;
- რეალურ კარიერულ განვითარებას;
- თანამედროვე და ამბიციურ გუნდს;
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;