საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი — New Logistics Group

New Logistics Group

საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

New Logistics Group LLC აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პარტნიორ კომპანიებთან და აგენტებთან მჭიდრო ურთიერთობა;
  • მიღებული მოთხოვნების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
  • შეკვეთების სრული ციკლის მართვა;
  • საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • პროცესების ოპტიმიზაცია;
  • მონაცემთა დამუშავება და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო ან/და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით;
  • საერთაშორისო გადაზიდვის (ცალკეული სახეობის) ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • MS Office, Windows, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიცირების და მყისიერი რეაგირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან

შემოთავაზებული პირობები:

  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • გამოცდილ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობა;
  • პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული საკონტაქტო ნომერი.