საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი — Indigo Cars

Indigo Cars — ლოგო
Indigo Cars

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი

₾7500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება Indigo Cars-ის ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პროცესში, შეისწავლის სამიზნე ქვეყნებს, მოიძიებს ადგილობრივ პარტნიორებს და ორგანიზებას გაუწევს კომპანიის წარმომადგენლობებისა და ფილიალების შექმნას.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

  • სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე
  • პოზიცია ითვალისწინებს საერთაშორისო მივლინებებს.
  • ანაზღაურება: 7500 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • ახალი ქვეყნების და პერსპექტიული ბაზრების მოძიება და შეფასება.
  • სამიზნე ბაზრების, კონკურენტული გარემოსა და ბიზნესშესაძლებლობების ანალიზი.
  • ახალ ქვეყნებში Indigo Cars-ის ბაზარზე შესვლის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია.
  • უცხოეთში კომპანიის ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნის პროცესის ორგანიზება.
  • ადგილობრივი ბიზნესპარტნიორების, დილერების, აგენტებისა და წარმომადგენლების მოძიება.
  • პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება.
  • საერთაშორისო პარტნიორული ქსელის შექმნა და განვითარება.
  • ადგილობრივ იურიდიულ, ფინანსურ და სხვა პროფესიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია წარმომადგენლობის/ფილიალის გახსნის პროცესში.
  • ახალ ბაზრებზე გაყიდვების არხებისა და B2B პარტნიორული ქსელის განვითარების ხელშეწყობა.
  • საერთაშორისო გამოფენებში, ბიზნესშეხვედრებსა და მოლაპარაკებებში კომპანიის წარმომადგენლობა.
  • ახალი ბაზრების განვითარების პროგრესის, შედეგებისა და შესაძლებლობების შესახებ ანგარიშგების მომზადება.
  • კომპანიის მენეჯმენტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების და განვითარების გეგმების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების, ახალ უცხოურ ბაზრებზე კომპანიების გაყვანის, საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ან უცხოეთში ფილიალებისა და წარმომადგენლობების განვითარების მიმართულებით.
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ავტოინდუსტრიაში, ავტოიმპორტში, საერთაშორისო ლოჯისტიკაში ან მსგავს სფეროში.
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების რეალური გამოცდილება.
  • ახალი ბაზრების კვლევისა და ბიზნესშესაძლებლობების შეფასების უნარი.
  • პარტნიორული და სადილერო ქსელების შექმნისა და განვითარების გამოცდილება.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების სრულად მართვის უნარი.
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა — აუცილებელია.
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საერთაშორისო მივლინებებისთვის მზადყოფნა.
  • მნიშვნელოვანი მოთხოვნა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს რეალური და დადასტურებადი გამოცდილება საერთაშორისო ბაზრების განვითარების მიმართულებით.
  • ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა კანდიდატი, რომელსაც პრაქტიკაში უკვე უმუშავია კომპანიის ახალ ქვეყანაში შესვლაზე, საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაზე ან უცხოეთში წარმომადგენლობის/ფილიალის შექმნაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარით.
  • ბიზნესზე და ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე ორიენტირებული.
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების მქონე.
  • პარტნიორებთან ურთიერთობისა და საქმიანი კავშირების განვითარების უნარით.
  • ორგანიზებული, მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი.
  • გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო ბიზნესგარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარით.

რას გთავაზობთ:

  • მნიშვნელოვანი როლი Indigo Cars-ის საერთაშორისო გაფართოების პროცესში.
  • შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოთ ახალი ქვეყნების ათვისებასა და კომპანიის საერთაშორისო ქსელის შექმნაში.
  • პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
  • დინამიკური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ფიტპასი.