საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება Indigo Cars-ის ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პროცესში, შეისწავლის სამიზნე ქვეყნებს, მოიძიებს ადგილობრივ პარტნიორებს და ორგანიზებას გაუწევს კომპანიის წარმომადგენლობებისა და ფილიალების შექმნას.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
- პოზიცია ითვალისწინებს საერთაშორისო მივლინებებს
- ანაზღაურება: 7500 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
- ახალი ქვეყნების და პერსპექტიული ბაზრების მოძიება და შეფასება
- სამიზნე ბაზრების, კონკურენტული გარემოსა და ბიზნესშესაძლებლობების ანალიზი
- ახალ ქვეყნებში Indigo Cars-ის ბაზარზე შესვლის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია
- უცხოეთში კომპანიის ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნის პროცესის ორგანიზება
- ადგილობრივი ბიზნესპარტნიორების, დილერების, აგენტებისა და წარმომადგენლების მოძიება
- პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება
- საერთაშორისო პარტნიორული ქსელის შექმნა და განვითარება
- ადგილობრივ იურიდიულ, ფინანსურ და სხვა პროფესიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია წარმომადგენლობის/ფილიალის გახსნის პროცესში
- ახალ ბაზრებზე გაყიდვების არხებისა და B2B პარტნიორული ქსელის განვითარების ხელშეწყობა
- საერთაშორისო გამოფენებში, ბიზნესშეხვედრებსა და მოლაპარაკებებში კომპანიის წარმომადგენლობა
- ახალი ბაზრების განვითარების პროგრესის, შედეგებისა და შესაძლებლობების შესახებ ანგარიშგების მომზადება
- კომპანიის მენეჯმენტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების და განვითარების გეგმების წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების, ახალ უცხოურ ბაზრებზე კომპანიების გაყვანის, საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ან უცხოეთში ფილიალებისა და წარმომადგენლობების განვითარების მიმართულებით
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ავტოინდუსტრიაში, ავტოიმპორტში, საერთაშორისო ლოჯისტიკაში ან მსგავს სფეროში
- საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების რეალური გამოცდილება
- ახალი ბაზრების კვლევისა და ბიზნესშესაძლებლობების შეფასების უნარი
- პარტნიორული და სადილერო ქსელების შექმნისა და განვითარების გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების სრულად მართვის უნარი
- შედეგზე ორიენტი