სადგურების მონიტორინგის სამსახურის მორიგე-ოპერატორი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას სადგურების მონიტორინგის სამსახურის მორიგე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა
განაკვეთი: 24-საათიანი მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ
ძირითადი მოვალეობები:
- სადგურების მონიტორინგი, ვიდეო კამერებით;
- სადგურებში სიგნალიზაციების მოხსნა-აყვანის მონიტორინგი;
- გენერატორებში საწვავის კონტროლი და შევსება;
- გენერატორების გაუმართაობის შემთხვევაში საავარიო სამსახურთან კომუნიკაცია;
- დენის გათიშვის შემთხვევაში გენერატორის ჩართვა-გამორთვა და შესაბამის ორგანიზაციასთან კომუნიკაცია;
- ავარიის შემთხვევაში სადგურებში ყოფნა;
- სადგურებში ტემპერატურის სტაბილურობის, სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგი;
- სადგურებში არასამუშაო საათების დროს ტექნიკური სამუშაოების შესრულებისათვის, ტექნიკური ჯგუფისთვის სადგურში შესვლის ორგანიზება. (ადგილზე გასვლა, კარის გაღება, სიგნალიზაციის მოხსნა აყვანა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება;
- კომპიუტერთან/პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობის ქონა (მექანიკური გადაცემათა კოლოფი).
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- გამართულად მეტყველება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- რისკების შეფასების უნარი.