სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი — კია საქართველო

კია საქართველო — ლოგო
კია საქართველო

სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კია საქართველო აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.

გაყიდვების შემდგომ დეპარტამენტში სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი იზრუნებს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფასა და სადაზღვევო შემთხვევების ეფექტურ მართვაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

მისამართი - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

  • ავტომობილის შეფასების პროცესის სწორი მართვა: დაზიანებული ავტომობილების შეფასება, განფასება, დასურათება, დაარქივება, ინვოისირება, გაგზავნა, ჩარიცხვის კონტროლი;
  • შემოსული ავტომობილების შეკეთების სრული ციკლის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება, სამუშაო დროის მართვა და აღრიცხვა;
  • ახალი და არსებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია და ცვლილებების შეტანა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ხელშეკრულებების მართვა მონიტორინგი (ღირებულება, ვადები, გადახდის პირობების და სხვ.);
  • დოკუმენტაციის შედგენა კომპანიაში დადგენილი სტანდარტებით;
  • სათადარიგო ნაწილების შეკვეთის წარმოება - დამუშავებული ინვოისების მიხედვით შეკვეთის ფორმირება, შეკვეთის პროცესის მართვა, მარაგების კონტროლი;
  • მომხმარებლის ინფორმირება კუთვნილი ავტომობილის შეკეთების პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
  • სადაზღვევო მოთხოვნების შესრულების ვადების კონტროლი;
  • სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშგებებისა და სტატისტიკის მომზადება, სადაზღვევეო მომსახურებების ფასების კონტროლი და ანალიზი;
  • პრობლემური საკითხებზე შესაბამისი რეაგირება, გადაჭრის გზების მოძიება;
  • წინასწარ დაგეგმილი რეპორტების წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელებთან;
  • შესაბამის პროგრამებში მუშაობა (1C, MS Office, მწარმოებლის პროგრამები).
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;

პოზიციის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან ფინანსების მიმართულებით);
  • გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, საავტომობილო ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესად;
  • გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ავტომობილების ტექნიკური ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დაგეგმვისა და აღსრულების უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 06.08.2026 წ.