საბურავების ბრენდ მენეჯერი — ოტო მოტორსი

samushao.ge
ოტო მოტორსი — ლოგო
ოტო მოტორსი

საბურავების ბრენდ მენეჯერი

₾2500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია – საბურავების ბრენდ მენეჯერი

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

სამუშაო საათები: 9:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია (სარაჯიშვილის მეტროსადგურიდან).

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს საბურავების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საბურავების მიმართულების სრულფასოვან მართვაზე, ბრენდის განვითარებაზე, გაყიდვების ზრდასა და მარაგების ეფექტიან მართვაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საბურავების ბრენდის პორტფელის მართვა, განვითარება და ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის მართვა, ბაზრის მოთხოვნებისა და სეზონურობის მიხედვით;
  • იმპორტირებული საბურავების მიღების პროცესში მონაწილეობა, პროდუქციის გადათვლა და ინვენტარიზაციის მენეჯერთან ერთად რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი;
  • პროდუქციის მარაგების, ნაშთებისა და სეზონური მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი, მარაგების ამოწურვის რისკის შემთხვევაში ახალი იმპორტის დროული დაგეგმვა და შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება;
  • იმპორტისთვის შეკვეთების დაგეგმვა და მომწოდებლებთან შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საბურავების ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა (ზომები, დატვირთვისა და სიჩქარის ინდექსები, სეზონურობა, დანიშნულება და სხვა);
  • რეგიონალური გაყიდვების მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • ახალი კლიენტების მოძიება, არსებული კლიენტების განვითარება და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • კომპანიის ფილიალების საბურავების მარაგებით დროული უზრუნველყოფა და პროდუქციის გადანაწილების პროცესის კონტროლი;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია, პროფესიული კონსულტაციის გაწევა და გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი, კონკურენტების ფასებისა და ასორტიმენტის მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ეფექტური ფასების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • საბურავების ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე მუდმივი მუშაობა;
  • მარკეტინგის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა, სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) პროდუქციის, აქციებისა და სიახლეების შესახებ კონტენტის მომზადების ინიცირება და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • გაყიდვების, ფილიალების, კლიენტებისა და პროდუქციის მიხედვით ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • ხელმძღვანელობისთვის ბაზრის, გაყიდვებისა და მარაგების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია ავტოინდუსტრიის, საბურავების, ავტონაწილების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას – 2,000 ლარს;
  • გაყიდვებიდან დამატებით ბონუსს – 0.2%-ს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.