საბროკერო მიმართულების მენეჯერი
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას საბროკერო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უძრავი ქონების სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- საბროკერო კომპანიებთან/ბროკერებთან ურთიერთობა, საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება
- საბროკერო კომპანიების/ბროკერების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
- საბროკერო კომპანიების/ბროკერების მიერ გადმომისამართებული კლიენტების აღრიცხვა
- დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და ხელშეკრულების გაფორმება
- CRM-ში ინფორმაციის შეყვანა და აღნიშნული მონაცემების კონტროლი/განახლება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.