საბითუმო გაყიდვების/B2B მენეჯერი — One Point

One Point — ლოგო
One Point

საბითუმო გაყიდვების/B2B მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების (B2B) მენეჯერის პოზიციაზე.

ინდუსტრია: ინტერიერის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია დირექტორთან

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:

დამსაქმებელი წარმოადგენს კარის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კარის სახელურებს, საკეტებს, ცილინდრებსა და სხვა აქსესუარებს, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისთვის.

პოზიციის აღწერა:

საბითუმო გაყიდვების მენეჯერის მთავარი პასუხისმგებლობაა ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება და დაინტერესება, სადილერო ქსელის განვითარება და საბითუმო გაყიდვების ზრდა საქართველოს მასშტაბით. პოზიცია ძირითადად გარე გაყიდვებზეა ორიენტირებული და მოითხოვს პარტნიორებთან აქტიურ ვიზიტებს, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანდიდატისთვის მისაღები იყოს აქტიური, მოძრავი სამუშაო ფორმატი და გარე გაყიდვები.

ძირითადი ამოცანები:

  • ახალი დილერების აქტიური ძიება და მოზიდვა (კარისა და ინტერიერის აქსესუარების სალონები, სამშენებლო მაღაზიები, ბაზრობები, კარის ადგილობრივი მწარმოებლები)
  • პირისპირ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება ბიზნესის მფლობელებთან, დირექტორებთან და შესყიდვების მენეჯერებთან
  • კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და პოტენციური პარტნიორების დაინტერესება პრემიუმ პროდუქციითა და მომსახურების ხარისხით
  • პარტნიორების სავაჭრო წერტილებში საგამოფენო ნიმუშების, ბრენდირებული სტენდებისა და ვიტრინების განთავსების ორგანიზება
  • დილერების პერსონალის დატრენინგება პროდუქციის სპეციფიკაციებზე და პარტნიორების სტაბილურ, რეგულარულ შესყიდვებზე გამოყვანა
  • აქტიური გარე გაყიდვების წარმოება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში
  • კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციული პროცესების (დოკუმენტაცია, CRM, ლოგისტიკა) მაქსიმალური დელეგირება რელევანტურ პირებზე

პროფესიული კვალიფიკაციები:

  • B2B გაყიდვებსა ან სადილერო ქსელის განვითარებაში მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება
  • ძლიერი გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები
  • საცალო ბიზნესის გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა (მარჟები, საგამოფენო ნიმუშები, სასაწყობე პროგრამა და ა.შ.)
  • სასურველია მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა
  • დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება და ორგანიზებულობა

ბენეფიტები:

  • კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი
  • საწვავის ან ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფა

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.