საბეჭდი დანადგარების ოპერატორი — Kikala Factory

Kikala Factory

საბეჭდი დანადგარების ოპერატორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Kikala Factory არის ინტერიერის დეკორაციების პრემიუმ საწარმო. ჩვენ ვქმნით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას: შპალერებს, ბანერებს, პოსტერებს, სტიკერებს, ასევე ვასრულებთ ბეჭდვას პანელებსა და სხვადასხვა მყარ ზედაპირზე. საწარმო აღჭურვილია ინდუსტრიაში წამყვანი და უნიკალური ტექნოლოგიებით (Canon Colorado M-series, Canon Arizona, Neolt XY, Summa, Morgana, Rollsroller).

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი.
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფართოფორმატიან და Flatbed აპარატებზე მუშაობა და ბეჭდვის პროცესის მართვა.
  • დიზაინერული ფაილების საბეჭდად და საჭრელად მომზადება (Pre-press).
  • სხვადასხვა მასალაზე (შპალერი, სტიკერი, მყარი პანელები და ა.შ.) ბეჭდვის პროცესის კონტროლი.
  • ნაბეჭდი პროდუქციის შემდგომი დამუშავება (ჭრა, ლამინაცია, პანელებზე გაკვრა).
  • დანადგარების ყოველდღიური მოვლა, დასუფთავება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება: ბეჭდვის ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულო).
  • პროგრამების ცოდნა: დიზაინის პროგრამების, განსაკუთრებით Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • საბეჭდი მასალების სპეციფიკისა და ფერების მართვის (CMYK) პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა.
  • ჩაითვლება უპირატესობად: Adobe Photoshop-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე, რადგან ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციაზე; აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება ხარვეზების თავიდან ასაცილებლად.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ახალი ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური დანადგარების სწრაფად ათვისების უნარი (აპარატებთან მუშაობის დეტალებს ადგილზე შეგასწავლით).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ