საბაჟო დეკლარანტი — კომპანია

კომპანია

საბაჟო დეკლარანტი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს საბაჟო მომსახურებას, საერთაშორისო ლოჯისტიკას და საფოსტო მოსმახურებას, როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების მიმართულებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ორხევი, თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ოფისში, სრული

ანაზღაურება ხელზე: ფიქსირებული 2000 ლარი, განიხილება ასევე საბონუსე სისტემაც

მოვალეობები:

  • მიღებულ შეკვეთების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
  • მიღებული შეკვეთის კონტროლი და მუდმივი სტატუს-რეპორტინგი
  • ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება
  • საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა
  • დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა
  • შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება)
  • საბაჟო სიახლეების გაცნობა
  • დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები)
  • ASYCUDA დეკლარაციების ბეჭდვა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • Microsoft Excel-ის ცოდნა
  • ASYCUDA სისტემის ცოდნა
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა
  • სასურველია რუსული ენის B2 დონეზე ფლობა