საბაჟო დეკლარანტი — თრექინგს.ჯი

თრექინგს.ჯი

საბაჟო დეკლარანტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რომელიც ახორციელებს საბაჟო მომსახურებას, საერთაშორისო ლოჯისტიკას და საფოსტო მომსახურებას, როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების მიმართულებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

მენეჯერის ასისტება ფუნქცია-მოვალეობებში:

  • მიღებულ შეკვეთების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
  • მიღებული შეკვეთის კონტროლი და მუდმივი სტატუს-რეპორტინგი;
  • ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება;
  • საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა;
  • დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
  • შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება);
  • საბაჟო სიახლეების გაცნობა;
  • დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები);
  • ASYCUDA დეკლარაციების ბეჭდვა

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • ASYCUDA სისტემის ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის B2 დონეზე ფლობა

ადგილმდებარეობა: ორხევი, თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ოფისში, სრული

ანაზღაურება ხელზე: ფიქსირებული 2500 ლარი, განიხილება ასევე საბონუსე სისტემაც