საბაჟო და სატერმინალო პროცედურების სპეციალისტი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო და სატერმინალო პროცედურების სპეციალისტის პოზიციაზე.
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის ტერიტორია
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + დანამატი
საქმიანობის აღწერა:
- სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების მიღება, აღრიცხვა, დახარისხება;
- რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება;
- საჭიროების შემთხვევაში შიდა ფოსტით გასაგზავნი ამანათების საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ამანათების გაგზავნა და კონტროლი;
- დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კოლეგიალურობა;
- პუნქტუალურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;