საბავშვო ბაღის აღმზრდელი
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ლოკაცია: ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი N37
ძირითადი მოვალეობები:
- სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
- სასწავლო პროცესის შეფასება/მართვაში მონაწილეობის მიღება;
- სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარული განხრით);
- სასურველია საბავშვო ბაღში ან/და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
გისურვებთ წარმატებას!