საბანკეტო და ღონისძიებების სუპერვაიზერი- ნატახტარი — ვილა მოსავალი

ვილა მოსავალი — ლოგო
ვილა მოსავალი

საბანკეტო და ღონისძიებების სუპერვაიზერი- ნატახტარი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას საბანკეტო და ღონისძიებების სუპერვაიზერის (Banquet & Events Supervisor) პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი

ჩვენთან მასპინძლობა ნიშნავს მრავალფეროვნებას:

  • კორპორატიული ღონისძიებები
  • საქორწილო მიღებები
  • საერთაშორისო კონფერენციები
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებები

ძირითადი მოვალეობები:

  • ღონისძიებების მართვა და მასპინძლობა: სხვადასხვა მასშტაბის ბანკეტების, კორპორატიული საღამოებისა და კონფერენციების მიღება, კოორდინაცია და სტუმრების მასპინძლობა.
  • საოპერაციო პროცესების ხელმძღვანელობა: ივენთჰოლის მიმართულებით ყველა მიმდინარე საკითხის კონტროლი, სერვისის გუნდის მართვა, მოტივირება და სამუშაო გრაფიკების განაწილება.
  • სივრცეების მომზადება და წყობები: ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, დარბაზების მოწყობის ზედამხედველობა (მაგიდებისა და სკამების განლაგება: Classroom / საკლასო, Theater style / თეატრალური, Cabaret / კაბარე, Banquet/Ballroom, U-Shape / U-სებრი და Boardroom / მრგვალი მაგიდა).
  • ინვენტარიზაცია და კონტროლი: საბანკეტო ინვენტარის (ჭურჭელი, ტექსტილი, ავეჯი, ტექნიკა) მუდმივი აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და სისუფთავის კონტროლი.
  • ფინანსური ანგარიშსწორება: ღონისძიებების დასრულების შემდეგ შესაბამისი ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და რეპორტინგი.

რას ველოდებით შენგან:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროო ან სარესტორნო სფეროში საბანკეტო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად).
  • გუნდის ეფექტურად მართვისა და ლიდერობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა.
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2
  • კვება სამუშაო საათების განმავლობაში
  • ტრანსპორტირება თბილისიდან (მეტრო დიდუბიდან) კომპლექსამდე და უკან
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა სურვილის შემთხვევაში
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ