სააგენტოებთან ურთიერთობის მენეჯერი/ B2B — ლაიქ ჰაუსი

samushao.ge
ლაიქ ჰაუსი — ლოგო
ლაიქ ჰაუსი

სააგენტოებთან ურთიერთობის მენეჯერი/ B2B

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას სააგენტოებთან ურთიერთობის (B2B) მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი გაყიდვების აგენტებისა და სააგენტოების მოძიება, უძრავი ქონების გასაყიდად;
  • კომპანიის გაყიდვების აგენტებთან(პარტნიორებთან) გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, რეგულარული შეხვედრები, ღონისძიებები, ტრენინგები;
  • კომპანიის გაყიდვების აგენტების/პარტნიორების ბაზის რეგულარული დამუშავება;
  • პარტნიორების დატრენინგება კომპანიის პროექტებთან სამუშაოდ;
  • ახალი პროდუქტების შესახებ პარტნიორების ინფორმირება - პრეზენტაცია, ტრენინგი, კონსულტაციები;
  • არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულების პირობების შენარჩუნება, განახლება და მონიტორინგი;
  • სააგენტოების გაყიდვის პროცესის CRM სისტემაში ასახვა;
  • პარტნიორების მოზიდვისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
  • გაყიდვებში, უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • გუნდურობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • კრეატიულობა.
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.
  • პროცესებისა და დროის მართვის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ