რკინა-ბეტონის ნაგებობების ინჟინერი
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას რკინა-ბეტონის ნაგებობების ინჟინრის პოზიციაზე ჰიდროენერგო დეპარტამენტში.
არსებითი პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (მივლინებები კომპანიის სხვადასხვა ლოკაციაზე)
- სამუშაოს გრაფიკი: 09:00 სთ-18:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე)
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. თბილისიდან მოგემსახურებათ ტრანსპორტი.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება, დეფექტების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის მიზეზების ანალიზი;
- ნაგებობების უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციის მიზნით პრევენციული და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, მოცულობებისა და შესრულების გრაფიკების შედგენა;
- ჰიდროტექნიკური და შესაბამისი სამშენებლო/სანტექნიკური მასალების საჭიროების განსაზღვრა, მიწოდების გრაფიკებისა და ტექნიკური მოთხოვნების მომზადება;
- საპროექტო და სამუშაო ნახაზების წაკითხვა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაში/განახლებაში მონაწილეობა;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების სქემების, ესკიზებისა და სამუშაო ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
- ჰიდრავლიკური და კონსტრუქციული პარამეტრების კონტროლი (წყლის დონე, დებიტი, წნევა და სხვ.) და ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციის მონიტორინგი;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, დეფექტური უწყისები, ნახაზები, სქემები, ჟურნალები);
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან;
- პერიოდული და მოთხოვნის საფუძველზე ანგარიშგების (რეპორტების) მომზადება მიმდინარე ტექნიკური მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- ავარიული სიტუაციების პრევენცია, გამოვლენა და ლიკვიდაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
ცოდნა და უნარები: ტექნიკური უსაფრთხოების წესები, ტექნიკური ექსპლუატაციის წესები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა.
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.