რიჩის მძღოლი — DG ჰოლდინგი

DG ჰოლდინგი

რიჩის მძღოლი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში რიჩის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება

ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი

მდებარეობა: თბილისი, ლილო

ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტვირთამწის მართვა პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვისა და გადაადგილების მიზნით;
  • საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციით დატვირთული პალეტების გადაადგილება და სათანადო ზონებში განთავსება;
  • ამგროვებელთა ჯგუფისთვის პროდუქციის მარაგების საჭიროებისამებრ შევსება მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით;
  • საწყობის ტერიტორიაზე ტვირთამწით გადაადგილება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.