რეზერვაციის აგენტი
"Blue Sky Apart-Hotel" აცხადებს ვაკანსიას: რეზერვაციის აგენტი
უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების და რეზერვაციის მენეჯერი
პოზიციის ზოგადი მიმოხილვა და მიზანი:
უზრუნველყოს სადაჯავშნო სისტემების გამართული მუშაობა და გააკონტროლოს, რომ ყველა ჯავშანი სისტემაში სწორად არის გადატანა. პასუხისმგებელია აკონტროლოს დაგეგმილი დაკავებულობა (Target Occupancy/RevPAR) და საშუალო დაკავებულობის ფასი (ADR) ასევე აკონტროლოს დაგეგმილი წლიური ბიუჯეტის შესრულება და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მოახდინოს სათანადო რეაგირება დაგეგმილი დაკავებულობის მისაღწევად. აქტიურად ითანამშრომლოს გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან რათა განავითაროს მომავალი პოტენციული და განმეორებითი ბიზნესის შესაძლებლობები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოს გუნდური სამუშაო გარემოს შენარჩუნება და თანამშრომლებს შორის ეფექტური და მკაფიო კომუნიკაცია.
- ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სასტუმროს ინფრასტრუქტურის, ოთახების, ფასების, მიმდინარე აქციების, ამენითების, პროგრამებისა და სხვადასხვა მომსახურებების შესახებ.
- მართოს და მხარდაჭერა გაუწიოს გუნდს მეილით და ზარით მიღებული ჯავშნების დელეგირებაში.
- მართოს და მხარდაჭერა გაუწიოს გუნდს ჯგუფური ჯავშნების მართვის პროცესში (უზრუნველყოს ჯგუფის სწორი რუმინგი და გადახდის პროცესი)
- ყოველდღიურად გადაამოწმოს გუნდის ჯავშნების სისწორე სისტემაში და ასევე დამატებითი მომსახურების შენიშვნები (დამატებითი საწოლის მოთხოვნა, ბავშვის საწოლი, ტრანსპორტირების მოთხოვნა და ა.შ.)
- შექმნას და განახორციელოს გადახდის სწორი ინსტრუქციები, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ჯავშნებისთვის. მიყვეს საგადახდო სტანდარტებს და მოითხოვოს ყველა დეპარტამენტისგან აღნიშნული სტანდარტის და სწორი გადახდის მეთოდის დაცვა.
- შექმნას ყველა საჭირო რეით კოდი, როგორც კორპორატიული, ასევე სააგენტოს და უზრუნველყოს სისტემაში რეით კოდების სისწორე. ყოველდღიურად უნდა მოხდეს რეით კოდების რეპორტის მიხედვით გადამოწმება.
- უზრუნველყოს სააქციო ფასების განახლება ყველა ონლაინ არხზე და სისტემაში შესაბამისი რეით კოდის შექმნა და შესაბამისი დეპარტამენტების დროული ინფორმირება.
- უზრუნველყოს გარე სისტემების მართვა, როგორიც არის ჩენელ მენეჯერი, ბუქინგ ენჯინი, ფასის შედარების სისტემები, ონლაინ სააგენტოების ექსტრანეტები და ა.შ.
- უზრუნველყოს ყველა არ შემოსული ჯავშნის (No-shows) და გაუქმებული ჯავშნების სწორი მართვა და სისტემაში გატარება, ისე რომ არ მოხდეს არასწორი საკომისიო გადასახადების გადახდა.
- დარწმუნდეს და აკონტროლოს, რომ რეზერვაციის დეპარტამენტი და მიმღები დეპარტამენტი მუდმივად არიან ინფორმირებული მაღალი დაკავებულობის ან დახურული თარიღების შესახებ, ასევე აქვთ ზუსტი ინფორმაცია ოთახების ხელმისაწვდომობის შესახებ.
- უზრუნველყოს კომპანიის და ინდივიდუალური პროფაილების სისწორე სისტემაში ასევე სააგენტოების საკომისიო მაჩვენებლების სწორად გაწერა და აღრიცხვა.
- დარწმუნდეს და გააკონტროლოს რომ მომსახურების მაღალი სტანდარტი და დროული რეაგირების სტანდარტი არის დაცული სტუმართან, თანამშრომელთან ან კომპანიასთან კომუნიკაციის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს შესაბამის ტრენინგი და უზრუნველყოს თანამშრომლების სწორი კომუნიკაციის მანერა.
- უზრუნველყოს გაყიდვებისა და რეზერვაციის გუნდთან რეგულარული (ყოველკვირეული, თვიური, კვარტალური, წლიური) შეხვედრები მოსალოდნელი ბაზრის ათვისების, ბიუჯეტის შესრულების დინამიკის შესაფასებლად და საჭიროებისამებრ მიიღოს შესაბამისი რეაგირება, გაყიდვების გეგმის შესრულებლად.
სამუშაო აღწერილობა აღწერს ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებიც მისი შემუშავების მომენტში შეესაბამება პოზიციის მიზანს. ისინი შეიძლება შეიცვალოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარების, ახალი სტანდარტებისა და მიმართულებების დანერგვის, კომპანიის მიზნების შესაბამისად, იმგვარად, რომ არ სცდებოდეს შესაბამისი პოზიციის როლსა და მიზანს.