რეზერვაციების მენეჯერი — სილქ როუდ თრიფს

სილქ როუდ თრიფს

რეზერვაციების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია შპს "სილქ როუდ თრიფს" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის (ჯგუფური ჯავშნები / ოპერაციები) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-სთ-დან 18:00-სთ-მდე

დასვენება: 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯგუფური რეზერვაციების მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • რესტორნების დაჯავშნა ტურისტული ჯგუფებისთვის;
  • სასტუმროების ჯავშნების მართვა და rooming list-ების მომზადება;
  • სასტუმროებთან, რესტორნებთან, გიდებთან და ტრანსპორტის მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ჯავშნების დეტალური გადამოწმება შეცდომების თავიდან ასაცილებლად;
  • გადაუდებელი ცვლილებების, გაუქმებებისა და საოპერაციო პრობლემების სწრაფად მოგვარება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჯავშნების ზუსტი და დროული მართვა;
  • მონაცემების განახლება Excel/Google Sheets-ში;
  • ოპერაციული ფაილების და ცხრილების წარმოება;
  • რამდენიმე ჯგუფის პარალელურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;
  • საორგანიზაციო პროცესების კონტროლი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ტურიზმის / ჰოსპიტალითის / რეზერვაციების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო);
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
  • ჩინური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Excel/Google Sheets-ის კარგი ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიულ ზრდას სწრაფად განვითარებად სფეროში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ