რეზერვაციების მენეჯერი — Top Tour Georgia

Top Tour Georgia — ლოგო
Top Tour Georgia

რეზერვაციების მენეჯერი

₾1400-1600 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Top Tour Georgia აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.

Top Tour Georgia არის წამყვანი ტურისტული კომპანია (DMC) საქართველოში, რომელსაც სექტორში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ სპეციალიზებულები ვართ მაღალი ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების, ასევე MICE პროგრამების მართვაზე. ჩვენი მიზანია ბაზარზე ლიდერობის მოპოვება საუკეთესო სერვისისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროების, ტრანსპორტისა და სხვა ტურისტული სერვისების დაჯავშნა და მართვა;
  • ჯავშნების დადასტურების კონტროლი და დოკუმენტაციის (ინვოისები, ვაუჩერები) მომზადება;
  • შიდა სამუშაო სისტემაში (CRM) ჯავშნების დროული ასახვა და მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • ჯავშნებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის სწრაფი და ეფექტური მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენები, ჩაითვლება უპირატესობად);
  • ტურიზმის სფეროში (სასურველია რეზერვაციების მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და მულტიტასკინგის უნარი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე;
  • მისამართი: თბილისი, იოანე პეტრიწის ქ. N1;
  • სტაბილური, პროფესიული და მზარდი სამუშაო გარემო;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1,400-1,600 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) + 4% ბონუსური სისტემა