რეზერვაციების აგენტი- ბათუმი
NQ Hospitality Management Group, რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), ეძებს ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე, თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა - ეს პოზიცია თქვენთვისაა.
ვაკანსია - რეზერვაციების აგენტი
სამუშაო ადგილი - ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული ზარებისა და ელფოსტების საფუძველზე რეზერვაციების მიღება და დამუშავება;
- ონლაინ არხებიდან (OTA, Booking.com და სხვა პლატფორმებიდან) მიღებული ჯავშნების მართვა;
- ოთახების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების კონტროლი Fina სისტემაში;
- სტუმრებთან პროფესიული და მეგობრული კომუნიკაცია;
- Fina სისტემაში შეკვეთების და ანგარიშგების მართვა;
- თანამშრომლობა გაყიდვების და ფრონტ ოფისის დეპარტამენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- Fina სისტემის ცოდნა აუცილებელია;
- ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.