რეზერვაციების აგენტი
შპს „4 სიზონ თრეველი “ერთ-ერთი წარმატებული და სწრაფად მზარდი ტურისტული კომპანიაა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტურისტულ მომსახურებას, სასტუმროების დაჯავშნას, ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების ორგანიზებას, ტრანსპორტირების მომსახურებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებს.კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, პროფესიონალიზმი და საიმედო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით, „4 სიზონ თრეველი “წარმატებით ოპერირებს ტურიზმის სფეროში და მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ტერენტი გრანელის 10-12
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროების მოძიება და საუკეთესო შეთავაზებების მიღება კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად;
- დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებთან კომუნიკაციის წარმოება და თანამშრომლობის განვითარება;
- განთავსების ობიექტების ტიპებისა და ოთახების კატეგორიების ცოდნა;
- სასტუმროების მიღება-განთავსების (Front Office) დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ჯავშნების შექმნა, ცვლილებების დამუშავება, გაუქმება და მონიტორინგი;
- სასტუმროებთან ანგარიშსწორების პირობების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- პარტნიორი სასტუმროების მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
- Booking.com, Airbnb, Tripadvisor და სხვა ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა;
- ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება;
- კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულოა);
- რუსული ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Booking.com, Airbnb, Tripadvisor და სხვა სარეზერვაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანაზღაურება
- ფიქსირებულ ანაზღაურებას – 1500 ლარი;
- დამატებით ბონუსურ სისტემას;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ, დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- გამოცდილ და წარმატებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.