რეზერვაციების აგენტი
ჩვენს გუნდში ვეძებთ რეზერვაციების აგენტს.
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
** სტუმრების ჯავშნების მიღება და დამუშავება როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი არხებით;
** ინდივიდუალური და ჯგუფური რეზერვაციების მართვა და სისტემაში რეგისტრაცია;
** სტუმრებთან კომუნიკაცია ელ.ფოსტის, სოციალური ქსელებისა და გაყიდვების სხვა არხების საშუალებით;
** სასტუმროს ნომრების, ტარიფებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** რეზერვაციების სისტემაში სტუმრების მონაცემებისა და საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა;
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ვინ გვჭირდება:
** კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული ადამიანი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
რას გთავაზობთ ჩვენ:
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, რეალურად მოახდინო გავლენა ბრენდის ზრდაზე
** კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 09:30-18:30