რეცხვა-დეზინფექციის ჯგუფის ხელმძღვანელი
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას რეცხვა-დეზინფექციის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- რეცხვა-დეზინფექციის თანამშრომლის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და გადანაწილება საწარმოო უბნების მიხედვით
- ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
- თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი და ტრენინგების ჩატარება ჰიგიენისა და უსაფრთხოების მიმართულებით
- დისციპლინისა და სამუშაო სტანდარტების კონტროლი
- სურსათთან შეხებაში მყოფი და არა შეხებაში მყოფი ინვენტარის რეცხვა-დეზინფექციის პროცესის კონტროლი
- საწარმოო გარემოს (კედლები, იატაკი, ჭერი, დერეფნები და სხვა ზონები) დასუფთავებისა და დეზინფექციის უზრუნველყოფა
- ჰიგიენური პროგრამების (PRP, Sanitation SOP) შესრულების კონტროლი
- შიდა აუდიტებში მონაწილეობა
- სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების მარაგის კონტროლი
- უნიფორმებისა და ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებების (ქუდები, ხელთათმანები, ნიღბები და სხვა) მარაგების მართვა და კონტროლი
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- გამოცდილება საწარმოო გარემოში (სასურველია FMCG/სურსათის წარმოება)
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის პრინციპების ცოდნა (HACCP, GMP)
- გუნდის მართვის გამოცდილება
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
- პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაციის და რეაგირების უნარი
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- გუნდურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.