რეცეფციონისტი — Axis Towers Wellness Center

Axis Towers Wellness Center — ლოგო
Axis Towers Wellness Center

რეცეფციონისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Axis Towers Wellness Center ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ რეცეფციონისტს (მიმღების მენეჯერს), რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების მაღალი ხარისხით მომსახურებას და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37მ (Axis Towers Wellness Centre)

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 9 საათი (1-საათიანი დასვენებით)

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან მე-4 კურსის სტუდენტი.
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • საოფისე პროგრამებისა და ადმინისტრაციული სისტემების გამოყენების საბაზისო ცოდნა.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური ან სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვით მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
  • პოზიტიური, თავაზიანი და პროფესიონალური დამოკიდებულება.
  • პროდუქტისა და სერვისების ეფექტურად წარდგენისა და გაყიდვების საბაზისო უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
  • სატელეფონო ზარებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების ეფექტური მართვა.
  • მომხმარებლებისთვის სერვისების, მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
  • ვიზიტების დაგეგმვა, ჯავშნების მიღება, ცვლილება და გაუქმება პროგრამაში.
  • მომხმარებელთა მონაცემების სწორად შეყვანა, განახლება და კონფიდენციალურობის დაცვა.
  • სალარო ოპერაციების შესრულება, გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
  • პროგრამასა და სალარო ოპერაციებს შორის შესაბამისობის კონტროლი.
  • სტუმრების მოთხოვნებსა და შეკითხვებზე დროული და პროფესიონალური რეაგირება.
  • რეცეფციის სივრცის მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენარჩუნება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • ცვლებში მუშაობის გრაფიკს.
  • ველნეს ცენტრის ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობას.
  • თანამედროვე, კომფორტულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
  • მეგობრულ, პროფესიონალურ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას.