რესტორნის სუპერვაიზერი- ბათუმი
რესტორანი "Atmosphere", რომელიც მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე — ანბანის კოშკში, ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ სუპერვაიზერს, რომელიც მზადაა, შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურების კულტურა და უზრუნველყოს სტუმრის მაქსიმალური კომფორტი.
ლოკაცია: ბათუმი, ანბანის კოშკი
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნის მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
- სტუმრების მომსახურების პროცესის მონიტორინგი და ოპერატიული რეაგირება პრობლემებზე
- გუნდის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება და მუშაობის კონტროლი
- თანამშრომლების ტრენინგი მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად
- რესტორნის ესთეტიკური და პროფესიონალური გარემოს შენარჩუნება
- სტუმრების უკმაყოფილებისა და შენიშვნების დროული და პროფესიონალური გადაჭრა
- მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტისთვის
- ბრენდის სტანდარტების, რესტორნის პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის
- სტუმრის გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა
- პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი
- პროფესიონალიზმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა