რესტორნის მენეჯერი- საგურამო — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

რესტორნის მენეჯერი- საგურამო

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საგურამო (გურამიშვილის მარანი)

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ეფექტიანი მართვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და მუდმივი გაუმჯობესება;
  • დარბაზის პერსონალის მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა, დისციპლინისა და შესრულების მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და გადამზადების პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქციისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი, შეკვეთების დაგეგმვა და მომწოდებლებთან კოორდინაცია;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მარაგების აღრიცხვა და დანაკარგების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციებისა და ყოველდღიური ფინანსური ანგარიშგების კონტროლი;
  • საოპერაციო ხარჯების მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • სტუმრების უკუკავშირის მართვა, პრობლემური შემთხვევების დროული და ეფექტური გადაწყვეტა;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი;
  • რესტორნის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • შეფ-მზარეულთან, სამზარეულოსა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია რესტორნის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
  • რესტორნის ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სტუმარმასპინძლობის მიმართულებით);
  • რესტორნის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
  • ძლიერი ორგანიზაციული, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა.