რესტორნის დიასახლისი
სასტუმრო "კოსტე" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის დიასახლისის პოზიციაზე.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Hotel Coste" მდებარეობს ქალაქის ცენტრში - ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე.
სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინის ნომრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რესტორნითა და თანამედროვე საკონფერენციო დარბაზით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის დალაგება და დასუფთავება;
- რესტორანში სისუფთავის შენარჩუნება სამუშაო საათებში;
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა დასუფთავების ცხრილის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- თავაზიანობა;
- შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული