რესეფშენის სპეციალისტი- ბათუმი — ამბასადორი აილენდ ბათუმი

ამბასადორი აილენდ ბათუმი — ლოგო
ამბასადორი აილენდ ბათუმი

რესეფშენის სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის სპეციალისტის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: 2/2 განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, მოქნილობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების შესანიშნავი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით);
  • სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • სტუმრების საჭიროებისამებრ ყავითა და ჩაით გამასპინძლება;
  • შემომავალი სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული შეტყობინებების მიღება, კითხვებზე პასუხის გაცემა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • შეხვედრების დაჯავშნა და ორგანიზება, შეხვედრების ოთახების მომზადება და შეხვედრების გამართვისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა;
  • საკანცელარიო მარაგების მუდმივი კონტროლი, დროული შეკვეთა და მარაგების განახლება;
  • რესეფშენისა და სხვა სამუშაო სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული პროცესების მართვაში სხვა დეპარტამენტების დახმარება, მათ შორის დოკუმენტაციის მართვასა და შეხვედრების ორგანიზებაში;
  • ოფისში არსებული საოფისე მოწყობილობების გამართულ მუშაობაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირება შეკეთების ან აღდგენის მიზნით;
  • ოფისში არსებულ თანამშრომლებთან და შესაბამის სამსახურებთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების, შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
  • კომპანიის, თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.