რეკრუტერი — რენეკო

რენეკო — ლოგო
რენეკო

რეკრუტერი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, ჩემი მარაგი, შენი კალათი, საკმაზი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით);
  • რეკრუტირების ან HR სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • გასაუბრებების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

ძირითადი მოვალეობები:

  • რეკრუტინგის სტრატეგიის შემუშავება და ვაკანსიების გამოქვეყნება შესაბამის პლატფორმებზე;
  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა წყაროს გამოყენებით (Jobs.ge, LinkedIn, სოციალური ქსელები, რეფერალები);
  • CV-ების განხილვა და კანდიდატების პირველადი სკრინინგი;
  • კანდიდატებთან კომუნიკაცია და შერჩევის ციკლის მართვა;
  • კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუების ჩატარება და კანდიდატების შეფასება;
  • ახალი თანამშრომლების Onboarding პროცესის ორგანიზება;
  • შერჩევის პროცესის მუდმივი გაუმჯობესება;
  • რეკრუტინგის ანალიტიკისა და ანგარიშების მომზადება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
  • ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.