რეინჯერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მისაღებია შემდეგი მიმართულების სტუდენტები (კოლეჯის ან/და უმაღლესი სასწავლებლის): მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საექთნო საქმე და სამეანო საქმე, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ვეტერინარია, სამედიცინო ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია, სტომატოლოგია, ფარმაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
- პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
- პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
- შიდა პროტოკოლების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა, გულისხმიერება;
- ორგანიზებულობა, აკურატულობა.
ვაკანსიის ბოლო ვადა: 01.08.2026