რეგისტრატორი- ქუთაისი
ადეიშვილის კლინიკა" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას ქ. ქუთაისში.
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა
მისამართი: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- დარეგისტრირებული პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
- მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.