რეგისტრატორი გადაუდაებელი დახმარების განყოფილებაში — მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო — ლოგო
მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

რეგისტრატორი გადაუდაებელი დახმარების განყოფილებაში

₾900-1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას გადაუდაებელი დახმარების განყოფილებაში რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;

გრაფიკი: 24 სთ მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს;

ანაზღაურება: 900-1000 ლარი ხელზე ასაღები (მორიგეობის რაოდენობის მიხედვით);

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით:
  • პაციენტის იდენტიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში პირველადი შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სტაციონარული ბარათის გახსნა, ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით და სავალდებულო (საიდენტიფიკაციო, სადაზღვევო) დოკუმენტაციის ჩადება;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართავი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის ან მისი მეურვის გადამისამართვება შესაბამის სამსახურთან;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერების დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები