რეგისტრატორი- ბათუმი — ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო — ლოგო
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

რეგისტრატორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის მიღების პერიოდი: 2026 წლის 15 სექტემბერი - წლის ბოლომდე

პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო სპეციალობაში)
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
  • სამედიცინო დოკუმენტაციაში პროგრამულად საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო მონაცემების შევსების უნარი
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე)
  • ბოლო სამუშაო ადგილიდან სარეკომენდაციო წერილი
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პაციენტზე ორიენტირებულობა
  • კლინიკისადმი ლოიალური დამოკიდებულება
  • მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება
  • კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება
  • სუბორდინაცია
  • გუნდური მუშაობისადმი მზაობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • თავაზიანობა

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164