რეგისტრატორი
ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი; წერეთელი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30:00-17:00; შაბათი - 10:00-14:00;
ანაზღაურება: 862 ლარი (I დონე, საშემოსავლოს ჩათვლით) - 1382 ლარი (IV დონე, საშემოსავლოს ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
- პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად;
- პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი;
- დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა.
- სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
- პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას;
- სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
- საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული მეტყველების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.