რეგისტრატორი — სამედიცინო ცენტრი მრჩეველი

სამედიცინო ცენტრი მრჩეველი — ლოგო
სამედიცინო ცენტრი მრჩეველი

რეგისტრატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პოზიციაზე რეგისტრატორი სამედიცინო განათლებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
  • კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ენერგიული.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლებას თანამშრომლისათვის და მისი ოჯახის წევრებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.