რეგისტრატორი — ჟორდანიას კლინიკა

ჟორდანიას კლინიკა — ლოგო
ჟორდანიას კლინიკა

რეგისტრატორი

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე, ყოველი მესამე შაბათი 10:00 დან 15:00 მდე

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქციები:

  • პაციენტების რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);