რეგისტრატორი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00 - 18:00 სთ).
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სივრცეში/ექიმთან გადამისამართება;
- პაციენტის რეგისტრაცია ელექტრონულ პროგრამაში, ამბულატორიული ბარათის გახსნა, შევსება და არქივში დაარქივება;
- კლინიკაში რიგებისა და პრობლემური/სტრესული სიტუაციების ეფექტიანი მართვა;
- დღის ბოლოს განხორციელებული რეგისტრაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
- სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე/პაციენტზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობისა და გუნდურობის უნარი.