რეგიონული კოორდინატორის ასისტენტი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- ჯგუფების შესასრულებელი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
- ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი;
- მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
- სტადარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმიური შეხვედრა;
- არაგეგმიური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
- ჯგუფების ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
- პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
- გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საფინანსო სფეროში;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
- გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც