რეგიონული განვითარების სპეციალისტი — აქტი გრუპ

აქტი გრუპ

რეგიონული განვითარების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რეგიონული განვითარების სპეციალისტი

კომპანია "აქტი გრუპი" მსხვილი საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმოო ფარმაცევტული კომპანიისათვის ეძებს ერთგულ, მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც შეეძლებათ ღირსეულად წარმოადგინონ კომპანია საქართველოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).

მიზანი

რეალიზაციისა და პროდუქციის სტაბილური არსებობის უზრუნველყოფა ძირითად სააფთიაქო ქსელებში კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების მართვის, კომერციული შეთანხმებების განხორციელებისა და კომპანიის პროდუქტების პორტფელის ეფექტური წარდგენის გზით.

ძირითადი მოვალეობები:

  • კუთვნილ ტერიტორიაზე კომპანიის პრეპარატების პრომოცია.
  • ექიმებთან, ფარმაცევტებთან და სხვა პარტნიორებთან (მათ შორის დისტრიბუტორებთან და სააფთიაქო ქსელებთან) ურთიერთობების მართვა, რეგულარული, ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება.
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა სამედიცინო პერსონალთან, განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება.
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა კომპანიის მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად.
  • სააფთიაქო ქსელებში პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სასაქონლო ნაშთების კონტროლი.
  • გაყიდვების მონიტორინგი, ბაზრისა და კონკურენტული ანალიზი.
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.
  • კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების განუხრელად დაცვა.

დამატებითი მოვალეობები - სამედიცინო აქტივობა

  • პრეზენტაციების, სემინარებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა.
  • აღნიშნულ ღონისძიებებზე მიზნობრივი აუდიტორიის მონაწილეობის უზრუნველყოფა და ღონისძიებების ხარისხის კონტროლი.
  • საპრომოციო მასალის, პრეზენტაციების ადაპტირება და მომზადება.

ეფექტურობის ძირითადი ინდიკატორები (KPI)

  • გაყიდვების გეგმის შესრულება.
  • პროდუქციის ხელმისაწვდომობის დონე სააფთიაქო ქსელებში.
  • აქტიური კლიენტების რაოდენობა და დინამიკა.
  • პრომოაქტივობების შესრულების ხარისხის დონე.
  • ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა.

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება.
  • ფარმაცევტულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (MR, KAM).
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის კარგი უნარი.
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური საქმიანი კომუნიკაციის უნარები.
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პროცესის მართვის უნარი.
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • ენები: ქართული - მშობლიური, რუსული - საშუალო, ინგლისური - საშუალო (სასურველია).
  • MS office პროგრამების კარგი ცოდნა.
  • პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • მზაობა ხანმოკლე მივლინებებისთვის.

პირობები:

  • კონკურენტული, ზრდადი ხელფასი და საბონუსე სისტემა.
  • ტექნიკური ბენეფიტები.
  • საწვავის ხარჯის ანაზღაურება.
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
  • ტრენინგები და პროფესიული განვითარება.

ყველა რეზიუმე განხილული იქნება კონფიდენციალურობის დაცვით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.