რეგიონალური მენეჯერი
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე ნოსტე_ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
კომპანია ნოსტე აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass და სხვა ბენეფიტები;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარეკებების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ხარისხის, ვადების და ნაშთების კონტროლი;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება;
- წარმოებაში შეკვეთების გაკეთება;
- პროდუქციის დროული და სრულყოფილი მიწოდების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ მაღაზიებში საოპერაციო და ზოგადი სტანდარტების მართვის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
- მაღაზიებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მართვის მოწმობა - B კატეგორია
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი
- სამუშაო განრიგი: 08:00 საათიდან - 17:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები