რეგიონალური მენეჯერი
კახური ტრადიციული მეღვინეობა
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ვინჩეროს მაღაზიათა ქსელში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:30
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაქვემდებარებული ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
- ფილიალებისთვის განსაზღვრული გაყიდვების გეგმებისა და KPI მაჩვენებლების შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
- ფილიალის მენეჯერების საქმიანობის მართვა, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;
- მომსახურების, მერჩენდაიზინგისა და კომპანიის ერთიანი საოპერაციო სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
- ფილიალებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება და არსებული მდგომარეობის შეფასება;
- პროდუქციის მარაგების, ინვენტარიზაციის შედეგებისა და დანაკარგების კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და უკუკავშირის მონიტორინგი;
- აქციებისა და სხვა კომერციული აქტივობების ფილიალებში სწორად განხორციელების კონტროლი;
- პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით მათი გადაწყვეტა;
- ფილიალების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით;
- საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.