რეგიონალური მძღოლი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მგზავრობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და ტვირთის მთლიანობის მკაცრი დაცვა;
- რეგიონალური გრაფიკისა და მიწოდების ვადების ზუსტი დაცვა;
- ტვირთის მიღება-ჩაბარების, ზედნადებებთან მუშაობისა და მარშრუტის ოპტიმალური დაგეგმვის ცოდნა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მინიმუმ 2-3 წლიანი უწყვეტი გამოცდილება შესაბამისი კატეგორიის ავტომობილზე, მათ შორის საქართველოს რეგიონალურ მარშრუტებზე მოძრაობის პრაქტიკა;
- ავტომობილის საბაზისო ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ-18 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
- პერიოდული მივლინებები (ანაზღაურებულია დღიური სამივლინებო და სასტუმროს ხარჯები): თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი;
- ანაზღაურება (ფიქსირებული) 1965 ლარი
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
- კომუნიკაბელური,
- სტაბილური,
- პუნქტუალური,
- სტრესულ სიტუაციებსა და ინტენსიურ გრაფიკში მუშაობის უნარი.