რეალიზაციის კოორდინატორი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე!
აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!
ჩვენთან მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
- გასაუბრება HR სპეციალისტთან;
- სტაჟირების ეტაპი ფილიალში.
ძირითადი კომპეტენციები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
- სალაროსთან მუშაობა;
- შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება.
სამუშაო ადგილი: თბილისი - დადიანი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1400-1600 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.