რეალიზაციის ჯგუფის მენეჯერის ასისტენტი- ქუთაისი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას, რეალიზაციის ჯგუფის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
- რეალიზაციის მენეჯერის სამუშაო პროცესების ეფექტური მხარდაჭერა და კოორდინაცია;
- რეალიზაციის მენეჯერის საქმიანობის ხელშეწყობა და მიმდინარე დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
- რეალიზაციის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვის მიმართულებით;
- გაყიდვების გუნდის საქმიანობის მხარდაჭერა და სამუშაო პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.